ეკა შალამბერიძის პერსონალური გამოფენა – „თბილისური ჩუქურთმა“ გაიმართება
4-დან 11 ოქტომბრამდე გალერეა Akhundov House-ში თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულის, ეკა შალამბერიძის პერსონალური გამოფენა – „თბილისური ჩუქურთმა“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე ზეთში შესრულებული და გრაფიკული ნამუშევარი. ეს არის ახალგაზრდა შემოქმედის პირველი წარდგენა ფართო საზოგადოების წინაშე.
გამოფენა საზეიმოდ 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გაიმართება.
გალერეის დირექტორის არჩილ ბეჟანიშვილის თქმით, გამოფენა მოიაზრება იმ ღონისძიებების რიგში, რომელიც წლევანდელი თბილისობისთვის არის დაგეგმილი და დიდი წარმატებით ჩაივლის.