ლონდონი ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია
ლონდონი ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქად დასახელდა. ბრიტანეთის დედაქალაქში ყოველთვიური ბინის ქირა 3,5 ათასი ევრო ღირს. ლონდონმა სიძვირით უკან ჩამოიტოვა ნიუ-იორკი, პარიზი და სიდნეი, – აქვეყნებს ვებგვერდი “Expatistan”-ი. ლონდონი ყველაზე ძვირ ქალაქად არის მიჩნეული მაღალი ფასებით: ბენზინზე, ბინის ქირაზე, კინოს ბილეთზე და, თუნდაც, ერთ ჭიქა ყავაზე. მაგალითად, ლონდონში ბინის ქირის ფასი 3 632 ევროს შეადგენს. იგივე ფართობის ბინა ნიუ – იორკში 2 975 ევრო ჯდება. ხოლო ერთი ჭიქა ყავა, იტალიასთან შედარებით, ლონდონში 60 პროცენტით უფრო ძვირია.