გიორგი ცუცქირიძე: მსოფლიო ბანკის შეფასებებიდან ჩანს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ “ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, რეფორმების შედეგად მიაღწია

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში, რომელიც 186 ქვეყანის მიხედვით, სახელმწიფოთა შეფასების ექვსი ძირითადი მიმართულებით ფასდება საქართველომ გააუმჯობესა რეიტინგი 5 ძირითადი მიმართულებით, რითაც ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 14 სახელმწიფოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილსაც, – ამის შესახებ ექპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს, რომ კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა გლობალურ რეიტინგსა და შეფასებას ეყრდნობა.

“მსოფლიო ბანკის ძალზე მნიშვნელოვანი კვლევა გამოქვეყნდა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებთან“ დაკავშირებით. ეს კვლევა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები” (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც ეფუძნება არა საქართველოს მთავრობის მიწოდებულ ინფორმაციებს, არამედ სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს, მათ შორის Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში, რომელიც 186 ქვეყანის მიხედვით, სახელმწიფოთა შეფასების ექვსი ძირითადი მიმართულებით ფასდება საქართველომ გააუმჯობესა რეიტინგი 5 ძირითადი მიმართულებით, რითაც ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 14 სახელმწიფოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილსაც.

“მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს, 1 ოქტომბერს ქვეყნდება და აჩვენებს გასულ პერიოდებთან შედარებით ქვეყნის მიღწეულ პროგრესს. კერძოდ:

1996 წლიდან 2018 წლამდე მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პირველი ადგილი უკავია ისეთ სფეროებში როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონის უზენაესობა და რეგულირების ხარისხი (რომლითაც ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით), ამასთან მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით საქართველოს მეორე ადგილი უკავია ისეთ ინდიკატორში როგორიცაა ხელისუფლების ეფექტიანობა(ეფექტური მმართველობა); ხოლო 2012 წელთან შედარებით ანუ ქართული ოცნების მართველობის პერიოდში :
გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, გაუმჯობესებულია მთელი 17 ადგილით 107-ე ადგილიდან 90-ე ადგილამდე, რაც აჩვენებს იმ პროგრეს რაც ქვეყანამ ბოლო 7 წელიწადში განიცადა სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის კუთხით;
პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობასთან ბრძოლაში გადავინაცვლეთ, 161-ე ადგილიდან 148-ე ადგილამდე, რაც მნიშვნელოვანი როგორც პოლიტიკური სისტემის განვითარების, ასევე ადამიანის უფკლებების დაცვის თვალსაზრისით;
რეგულაციის ხარისხის მიხედევით 55-ე ადგილიდან 36-ე ადგილამდე ავინაცვლეთ, რაც ადასტურებს იმ რეგულაციების შემოღების ეფექტურობას, რომელიც საბანკო, სამშენებლო თუ სხვა მიმართულებით განხორციელდა და რასაც ოპოზიცია ღიად აკრიტიკებდა;
მმართველობის ეფექტიანობით გაუმჯობესება გვაქვს 64-ე ადგილიდან 55-ე ადგილამდე, რაც საჯარო მართველობაში მიმდინარე რეფორმების წარმატებულ ხასიათს ადასტურებს, რაც რეგიონში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს;
მნიშვნელოვანი პროგრესია კანონის უზენაესობის მხრითაც, მთელი 20 საფეხურით, 97-ე ადგილიდან 76-ე ადგილამდე, რაც განსაკუთრებით ნაციონელური მართველობისას სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და ხელს უშლიდან ბიზნესის განვითარებას და ნეგატიურად ზემოქმედებდა საინვესტრიციო გარემოზე.
მნიშვნელოვანი პროგრესია კორუფციის კონტროლის მიხედვითაც, სადაც 67-ე ადგილიდან 50-ე ადგილზე გადვინაცვლეთ, და შევდივართ ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილით, რაც საქართველოსათვის ისტორიულად საუკეთესო შედეგია და ამ პოზიციით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი, სადაც მხოლოდ ესტონეთს აქვს უკეთესი პოზიცია,”- წერს გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტის შეფასებით, კვლევა იმ პროგრესს აჩვენებს, რაც ქვეყანამ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მიაღწია.

“ამ შეფასებიდანაც ცხადად ჩანს ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ “ქართული ოცნების“ მართველობის პერიოდში, ბოლო 7 წელიწადში, გატარებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შედეგად მიაღწია ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით-ელიტური კორუფციის შემცირების, ხელისუფლების მართველობის გაუმჯობესების, თუ დემოკრატიის კუთხით.

ამასთან, ეს აღიარება კიდევ ერთხელ აშიშვლებს ქართული ოპოზიციის სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკის ხასიათს, რითაც “ნაციონალური მოძრაობა”, მასთან აფილირებული პარტიები, ცალკეული საექსპერტო ჯგუფები თუ მედიასაშუალებები ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ვითომდა კორუფციის ზრდაზე, “უუნარო მართველობაზე“ თუ ადამიანის უფლებების გაუარესებაზე, მაშინ, როდესაც სწორედ ელიტური კორუფცია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები იყო წინა ხელისუფლების ერთ-ერთი საფირმო ნიშანი,”- წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები