სუს-ის წარმომადგენლები ტაჯიკეთის დელეგაციას შეხვდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ეუთოს პროგრამების ოფისის ორგანიზებით, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ ტაჯიკეთის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენდა.
სუს-ის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს.
შეხვედრასნტიკორუფციული სააგენტოს და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ასევე დუშანბეში ეუთოს ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეხვედრები საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთანაც გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები