ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40მლნ დოლარის გაყიდვას გეგმავს

ხვალ ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარს გამოიტანს, გადაწყვეტილება ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად მიიღო.
როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
ბანკი აცხადებს, რომ თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები