“რუსთავი 2“ განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან იწყებს

0

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს. როგორც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია აღნიშნავს, ორშაბათს ეთერში “კურიერის” გარდა დილის გადაცემაც გავა.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. 20 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 21 აგვისტოს გადაცემა „PS“-ის გუნდმა „რუსთავი 2“ დატოვა, მანამდე კი ტელევიზია „კურიერის“ ჟურნალისტებმაც დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი