გია ვოლსკი NDI-ზე: მთლიანად ამ კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი აქვს იმიჯი

მთლიანად ამ კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი აქვს იმიჯი. 2012 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით ორმაგი და სამმაგი აცდენებია კვლევის შედეგებსა და არჩევნების შედეგებს შორის – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი NDI-ის კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, NDI-ს კვლევის გარეშეც ცნობილია მისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობის ცნობადობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია.

„მთლიანობაში, ყველანაირი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს იმაზე, რომ პოზიტიური განვითარების ტენდენციები თვალსაჩინოა. რასაკვირველია, 20 ივნისის მერე ჩატარებულმა გამოკითხვებმა გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტიც შემოიტანა, მაგრამ მთლიანობაში მანიპულაციაა გარკვეული ციფრებით. მთლიანად ამ კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი აქვს იმიჯი. 2012 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით ორმაგი და სამმაგი აცდენებია კვლევის შედეგებსა და არჩევნების შედეგებს შორის. აქ დამატებითი სათქმელი არაფერი მაქვს, მაგრამ რაც შეეხება პარლამენტის რეიტინგს, მე ამას ვეთანხმები და არ მჭირდება NDI, რომ ვთქვა, პარლამენტის საქმიანობის ცნობადობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია. მეც ვხვდები ხალხს და ეს ვიცი NDI-ის გარეშე. კანონების საკითხზე თუ შეეკითხები ხალხს, თუნდაც მიწის კანონზე, რაზეც ასეთი აჟიოტაჟი იყო, ვერავინ დაგისახელებს. ძირითადად ახსოვთ დეპუტატების შეხლა-შემოხლა, რაც მთლიანობაში პარლამენტისთვის დადებითად დამახასიათებელი არ არის. რეალურად, ვფიქრობ, პარლამენტის დაბალი შეფასება გამოწვეულია იმით, რომ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაბალ დონეზეა. პირველ რიგში, ეს ჩვენ მოგვეთხოვება, თუმცა მოეთხოვება, ასევე მედიასაც,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები