კახა კალაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე: გაქარწყლებულია ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით

ზუსტად კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით გაქარწყლებულ იქნა ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თემაზე განაცხადა.
თბილისის მერი კახა კალაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.
„ეს რა თქმა უნდა, არ არის პირველი პროექტი, რომელიც მათი დაფინანსებით ხორციელდება. ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გააკეთა განაცხადი, ეს არის ქუთაისის ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი. მივესალმები ასევე იმას, რომ მემორანდუმი გაფორმდა გერმანიის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ის პროგრამები და მიმართულებები, რომლებიც იქნა წარმოდგენილი, ძალიან მნიშვნელოვანია. 2020 წლის შემოდგომაზე პირველ სტუდენტებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, დაიწყონ სწავლა. ამით კიდევ ერთხელ, ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას ის სიცრუე, რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით არაერთხელ მოგვისმენია და ზუსტად კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით გაქარწყლებულ იქნა ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები