“რატომ უნდა შეწირონ ის ადამიანები პრეზიდენტის უპასუხისმგებლობას, რომელთა შეწყალებაც დასაბუთებადია”

რატომ უნდა შეწირონ ის ადამიანები პრეზიდენტის უპასუხისმგებლობას, რომელთა შეწყალებაც დასაბუთებადია, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება და ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მორატორიუმთან დაკავშირებით უპასუხისმგებლობად შეაფასა.
„დღეს იყო მოლოდინი, დაესაბუთებინა, რას ეყრდნობა კიდევ ერთი მკვლელის შეწყალება, მაგრამ არა, ნაცვლად ამისა, საერთოდ შეაჩერა პროცესი. რატომ უნდა შეწირონ ის ადამიანები პრეზიდენტის უპასუხისმგებლობას, რომელთა შეწყალებაც დასაბუთებადია. პრობლემა არ არის სისტემაში, პრეზიდენტს შეუძლია, ნებისმიერი ადამიანი შეიწყალოს, მაგრამ კითხვა ჩნდება საზოგადოებაში, რატომ უნდა მოგინდეს შეიწყალო, მოუშუშებელი ტკივილი მიაყენო კიდევ ერთხელ ოჯახებს, რომელთაც ადამიანები დაკარგეს. პასუხი შეიძლება იყოს – ან ხარ ძალიან სასტიკი, ან გაქვს რაღაც ინტერესი. სხვა ახსნა ამას არ შეიძლება ჰქონდეს. მან ამაზე უნდა ილაპარაკოს და არა რაღაც სისტემაზე. უბრალოდ, ვერ წამომიდგენია მოტივაცია, ეს რატომ უნდა გააკეთო, თუ არ არის კორუფციის, ნეპოტიზმის ნიშნები“, – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები