სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები სანდრო მაისურაძე და დაჩი ოქროპირიძე „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში QUALI-Start-Up-2 ლექციების კურსის შემდგომ წარმატებული პრეზენტაციით 8-15 სექტემბერს წარსდგნენ – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის „შემოდგომის ლექციები თბილისში“- (2013, 2015 QUALI-Start-Up -1. ) გაგრძელებაა.
აღსანიშნავია, რომ „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევითი ცენტრი ყოველწლიურად „ქართულ-გერმანულ სკოლას“ და „შემოდგომის ლექციებს“ ატარებს.
ცნობისათვის, პროექტში საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ,თსუ,ილიაუნი და აგრიუნი) წარმატებული სტუდენტები მონაწილეობდნენ.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტაენტიდან აცნობეს, 8-15 სექტემბერს „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ე.წ. QUALI-Start-Up-2 ლექციების კურსი ჩატარდა.
პროექტის ხელმძღვანელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.
თავდაპირველად, საკონკურსოდ განაცხადი 112 მსურველმა შეიტანა. პირველი ეტაპის კონკურსი საქართველოს უნივერსიტეტებში ჩატარდა. მეორე ეტაპისათვის 56 აპლიკანტი შეირჩა და მათი დოკუმენტაცია გერმანიაში გადაიგზავნა, რის შემდეგაც იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს კომისიის შედეგად 28 სტუდენტი შეირჩა.
ლექციების კურსი იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ჰანს შტროერმა საზეიმოდ გახსნა.
ლექციების კურსს საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ. თსუ,ილიაუნი და აგრიუნი) 28 სტუდენტი დაესწრო. მათ ლექციებს უკითხავდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის (IKP) დირექტორი, პროფ.ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-5) ინსტიტუტის დირექტორი პროფ ბერნ ნოიმაიერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-4) ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ჯონ შა, ენერგიისა და კლიმატის ინსტიტიტის (IEK) დირექტორები: პროფ. ანდრეას ვანერი და პროფ.ასტრიდ კლენდერ-შარ, ელექტრონიკისა და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის (ZEA) დირექტორები პროფ.გჰალებ ნატუა სტეფან ვაზენი, ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის(PGI) და კვლევითი ცენტრის თანამშრომლები: პროფ.დეტლევ გოტა, დოქტორი მარკუს ბუშერი, დოქტორი ანდრო კაჭარავა, დოქტორი ირაკლი ქეშელაშვილი, დოქტორი მანუელ ანგსტი,დოქტორი ეზეკიელ ფარერ და სხვები.
ლექციების კურსის გარდა, სტუდენტებმა პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. კურსის დასასრულს, შემაჯამებელი პრეზენტაციები გაიმართა, რომლებიც სამიზნე ჯგუფებმა (ბირთვული ფიზიკა, ნეირომდიცინა, ფიზიკური ქიმია, ქიმია და ელექტრონიკა) წარმოადგინეს. მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
სტუდენტები იმ მოთხოვნებს გაეცნენ, რომლებიც აუცილებლია სწავლისა და კვლევის გასაგრძელებლად როგორც იულიხის ცენტრში, ასევე აახენისა (RWTH Aachen) და კიოლნის (Cologne) უნივერისტეტებში.
ცნობისათვის, პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები