“ოპერაციაზე დასთან და შეყვარებულთან ერთად წავიდა” – რას ყვება რუსთავში გარდაცვლილი გოგონას ბებია
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზდრა უკვე მშობლიურ მხარეში, სამეგრელოში გადაასვენეს. გოგონა თბილისში ბებიასთან ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შესახებ არაფერი იციან მისმა მშობლებმა. ისინი წლებია რუსეთში იმყოფებიან. ბებიის თქმით, საქართველოში დღეს საღამოს ჩამოფრინდებიან, თუმცა ზუსტი ინფორმაცია მშობლებისთვის ამ დრომდე უცნობია.
“მისმა დაქალმა გაიკეთა ძგიდის ოპერაცია რუსთავში და ამის შემყურემ, მანაც გადაწყვიტა რუსთავში წასვლა. ვეხვეწეთ ჩვენც წამოგყვებით-თქო, მაგრამ დასთან და შეყვარებულთან ერთად წავიდა, საღსალამათი ბავშვი გავუშვით ექიმთან და მიცვალებული დაგვიბრუნდა”, – ამბობს გარდაცვლილის ბებია”კვირასთან” საუბარში და დასძენს, რომ გადაწყვეტილებას ჩივილთან დაკავშირებით ოჯახი მას შემდეგ მიიღებს, როდესაც მშობლები საქართველოში ჩამოფრინდებიან.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის გოგონას ცხვირის ძგიდის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ანესთეზიის შედეგად განვითარებული ანაფილაქსიური შოკი მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.