ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.
როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
მინისტრმა სტუმრებს სამინისტროში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები