კარლ ჰარცელი: პროპორციული სისტემის პირობებში, ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა პოზიტიური ნაბიჯია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ პროპორციული სისტემის პირობებში მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს” დაფუძნება პოზიტიური ნაბიჯია. მისივე შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია როგორ ჩაერთვება ეს ძალა პოლიტიკურ დისკუსში. „ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა იმ პირობებში, როდესაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება გადავიდეს ახალ პროპორციულ სისტემაზე, პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმება. ზოგადად მნიშვნელოვანია, როგორ ჩაერთვება ეს ახალი პოლიტიკური მოძრაობა პოლიტიკურ დისკუსში და ამ ქვეყნის განვითარებისთვის გამრავალფეროვნებული პოლიტიკური დისკუსი არის პოზიტიური“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ​შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები