კარლ ჰერცელი ჩორჩანას მოვლენებზე: ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხდება ევროკავშირის ინფორმირება იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს

ეს ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰერცელმა ჟურნალისტებს ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, მოცემულობა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.
“ძალიან შეწუხებული ვარ მე პირადად და ევროკავშირის ყველა სტრუქტურა. ეს ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ცხადია, ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს მუდმივი კავშირი. ვგულისხმობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხდება ევროკავშირის ინფორმირება იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს და არ გაუარესდეს”, – განაცხადა კარლ ჰერცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები