თურქეთში ტერაქტი მოხდა – არიან დაღუპულები
თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომელიც გზის პირას იყო დამონტაჟებული.
ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 10-მა მძიმე ტრავმა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu დიარბაქირის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც გზაზე მიკროავტობუსი გადიოდა.
მომხდარის შესახებ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც არის ინფორმირებული, რომელმაც განაცხადა, რომ დამნაშავეების დასაკავებლად ყველა ზომას მიიღებს.