ბექა ოდიშარია: დღეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის და პოლიტიკოსისთვის, ტერმინმა “პასუხისმგებლიანი მთავრობა” სრულიად ახალი სიმაღლე შეიძინა

უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ თბილისის მერს კახა კალაძეს სამშენებლო კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმისთვის მადლობა გადაუხადა.
​მისი თქმით, ახალი გადაწყვეტილება 2500 ოჯახისთვის ხელახალ დაბადებას ნიშნავს.
„პასუხისმგებლიანი მთავრობა” – სრულიად ახალი სიმაღლე და მნიშვნელობა შეიძინა და ეს განცდა უკავშირდება თბილისის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას, რომელიც 2500 ოჯახისათვის, სრულად გადაუჭარბებლად, შეიძლება ითქვას, ხელახალ დაბადებას ნიშნავს, ხოლო ათასობით ამ ტიპის პრობლემის მქონე ადამიანს უქმნის მყარ იმედს იმისას, რომ ხვალ აუცილებლად დადგება მათი ჯერი და უმტკიცებს რწმენას იმისას, რომ პასუხისმგებლიანი მთავრობა ნამდვილად ზრუნავს მათზე. მადლობა თბილისის მერს და სამშენებლო კომპანია m2 ამ ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევისათვის!” – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები