პარლამენტის აპარატის ინიციატივებს შავი ზღვის აუზის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსებმა მხარი დაუჭირეს(ფოტოკოლაჟი)

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის ინიტიატივით, შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთისა და ბულგარეთის პარლამენტების ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მონაწილეობით მეორე დღეა მიმდინარეობს.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელები ხვდებიან ერთმანეთს, რაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქოლგის ქვეშ ხორციელდება. აღნიშნული მიუთითებს ნატოს მზარდ ინტერესზე შავი ზღვის რეგიონთან თანამშრომლობის გააქტიურებით. ამ პროცესში საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა უკვე როგორც აპარატის ადმინისტრაციის მხრიდან, გვაძლევს დამატებით შესაძლებლობებს რომ წარმოვაჩინოთ რეფორმები, შესაძლებლობები და პოტენციალი, რომელიც საქართველოს პარლამენტში არსებობს და რომელიც შეგვიძლია გავუზიაროთ რეგიონის მასშტაბით პარტნიორ ქვეყნებს“, – განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები