„დღე, როცა ვერ მოკლეს ილია“ – 12 სექტემბერს, თბილისში მრავალი ღონისძიება გაიმართება

12 სექტემბერს, თბილისის მასშტაბით, წელს, მეექვსედ  განხორციელდება პროექტი – „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს ეძღვნება.
როგორც „კვირას“ ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელმა გიორგი სავანელმა აცნობა,  პროექტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართება სხვადასხვა ლოკაციაზე თბილისის მასშტაბით. წლევანდელი ღონისძიებების თემატური პრიორიტეტები იქნება: „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ 140 წლის იუბილე; სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის თემა და ანტისაოკუპაციო გზავნილები.

12:00 – თილისი. სიონის ტაძრის ეზო
ღონისძიების გახსნა. შესავალი სიტყვა – ილიას ფენომენის მნიშვნელობა, საუბარი მის საგანმანათლებლო და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიმართულებით გაწეულ მოღვაწეობაზე;

12:30 – მსვლელობის დაწყება სიონიდან მთაწმინდამდე
ფეხით გავლა, სიმბოლურად, ზუსტად იმ გზისა, რა გზითაც ილიას ცხედარი ააბრძანეს სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე;

ასევე, მსვლელობის დროს, 5 ადგილას, ორბელიანის მოედნის გაჩერებასთან, თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერში, მეტრო „თავისუფლების“ გაჩერებასთან, პარლამენტის წინ და პირველი სკოლის წინ გაჩერებასთან 5 სპიკერი გამართავს 10-10 წუთიან მინი-ლექციებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ენობრივ, ანტირუსულ და ანტიანექსიურ მოღვაწეობაზე.

14:30 – თბილისი. მთაწმინდის პანთეონი
პოეტური კომპოზიცია – „პოეზია ოკუპაციის წინააღმდეგ“;
ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონია;

17:00 – თბილისში ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის მონახულება, ექსკურსია;
18:30თბილისი. დასკვნითი ღონისძიება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სემინარი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და მისი ისტორიული, ეროვნული და კულტუროლოგიური მნიშვნელობა“;
კოსტიუმირებული პერფორმანსი ამ თემაზე მსახიობების მონაწილეობით.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

წელს, ტრადიციულად პროექტი სოციალურ და საგანმანათლებლო კომპონენტსაც შეითავსებს და საზღვრისპირა დასხლებებიდან – კაზრეთი, დისველი, რატევანი და რაჭისუბანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) ღონისძიებებზე დასასწრებად ჩამოჰყავს 60 მოსწავლე, რომლებიც ჩაერთვებიან დაგეგმილ აქტივობებში. ახალგაზრდები რომლებიც სოციალური, გეოგრაფიული თუ სხვა ობიექტურ მიზეზთა გამო მოკლებული არიან კულტურულ და შემცნებით აქტივობებზე წვდომას.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, საქართელოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის მუზეუმების გაერთიანება; სოციალური ნაწილის მხარდამჭერები: შპს „ნაყინი – ლიდერი XXI“, შპს „ველინგტონი“.
საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანიები: „ერთსულოვნება“, „ლიბერალი“,  „კვირა“, „არტინფო“, „ადამს-მედია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები