სემეკის თავმჯდომარე, შესაძლოა, დავით ნარმანია გახდეს

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე შესაძლოა, თბილისის ყოფილი მერი და სემეკის ამჟამინდელი წევრი დავით ნარმანია გახდეს.
მოქმედ თავმჯდომარეს ირინა მილორავას უფლებამოსილება 16 სექტემბერს ეწურება. ის კომისიაში საქმიანობასაც აღარ აპირებს.
ნარმანია თავმჯდომარედ შესაძლოა დანიშვნის შესახე ინფორმაცია მედიასთან „არც უარყო და არც დაადასტურა“.
„ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი პროცედურები, არც თუ ისე მარტივი, სჭირდება მთავრობის წარდგინება, პრეზიდენტის თანხმობა და პარლამენტის გადაწყვეტილება. ასე რომ ვნახოთ. იქნება ალბათ კონსულტაციები. ველოდები, რომ იქნება ამ საკითხზე საუბარი“, – განაცხადა ნარმანიამ.
მოქმედი კანონით, პრეზიდენტი სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს, მთავრობა კი, კანდიდატზე შეთანხმების შემთხვევაში, მას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები