ჟვანიას სკოლასა და თავდაცვის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც “კვირას” ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლიდან აცნობეს, სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა და თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა, მალხაზ მაკარაძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მხარეები დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ პროფესიულ და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს, ღონისძიებებს, კვლევებს, სასწავლო ტრენინგ-კურსებს, სკოლის რესურსების გამოყენების საშუალებით ხელს შეუწყობენ 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა განვითარებას, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით ცნობადობის ამაღლებას.
ცნობისათვის, ჟვანიას სკოლა აგრძელებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატით თავისი საქმიანობის გაფართოებას და სკოლის სასწავლო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოს მოქალაქეებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები