“ელიავას ბაზრობის” ტერიტორიაზე მამაკაცი მტკვარში გადავარდა (ფოტო)

ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი მტკვარში გადავარდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი მდინარიდან ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა დროულად ამოიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე იმყოფებოდა სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები