ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერობიდან გათავისუფლდა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მოისწრაფიშვილი ამ დროის მდგომარეობით ადმინისტრაციაში რჩება.
პრესსპიკერის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად „რუსთავი 2-დან“ გათავისუფლებული ჟურნალისტის ნოდარ მელაძის მხარდამჭერი ფეისბუქპოსტი სახელდება, რომელიც მოისწრაფიშვილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.