ბაღდათის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო რწმუნებულის თასის მფლობელი გახდა.
სახელმწიფო რწმუნებულის თასის მფლობელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი გახდა.
ფინალური მატჩი ტყიბულის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბაღდათისა და სამტრედიის თვითმმართველობების გუნდები დაუპირისპირდნენ.
დაძაბულ ბრძოლაში ბაღდათმა სამტრედია 2:0 დაამარცხა და რწმუნებულის თასს დაეუფლა. აღნიშნული ტურნირის ჩატარების ინიციატივა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეკუთვნის და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.
ტურნირში 12-ვე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. ინიციატივა ტრადიციად იქცევა და მომავალ წელსაც აიღებს სტარტს.
გამარჯვებულ გუნდს თასი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცა.