თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
 
მათი ინფორმაციით, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, წყალსადენის, შეშელიძისა და ფეიქართა ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელისა და უწერის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათისა და ღრმაღელეს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქრაძისა და ვანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, კეკელიძისა და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსანისა და დანიბეგაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ქუთათელაძის, ხომლის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, გამრეკელის, პიკასოს, კაპანელისა და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბურძგლას, ცაგარელისა და მიცკევიჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები