პარლამენტთან სამი პირი დააკავეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საპი პირი დააკავეს. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ აქცია „სირცხვილიას“ გასაპროტესტებლად ბეჟან გუნავა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მივიდნენ. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა და აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაძევება სცადეს. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, სამი ადამიანი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
„სამი პირი არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ისინი, ვინც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მყისიერად იქნა ზომები მიღებული და დავაკავეთ. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი მოვიდა აქციაზე, არ დაემორჩილენ პოლიციას და შესაბამისად მოხდა რეაგირება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.