ადა მარშანია: არ მოვუწონებ ფიზიკურ დაპირისპირებას ბატონ ემზარს, თუმცა ემოციურად მესმის, ის არის ვაჟკაცი, ვერ მოითმინა

“ცხადია, მე არ მოვუწონებ ფიზიკურ დაპირისპირებას ბატონ ემზარს, თუმცა ემოციურად მესმის, ის არის ვაჟკაცი, ვერ მოითმინა”,​ – ასე გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” წვერი ადა მარშანია დეპუტატ ემზარ კვიციანსა და პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
„მოღალატე როდესაც შენ გეძახის მოღალატეს, ადამიანს, რომელიც ნაომარია, რომელიც 15 წელი იარაღით იცავდა კოდორს, თავის სამშობლოს, ასეთი ადამიანი ძნელად აიტანს ასეთ შეძახილებს, თან ვისგან? თავად მოღალატეებისგან. ცხადია, მე არ მოვუწონებ ფიზიკურ დაპირისპირებას ბატონ ემზარს, თუმცა ემოციურად მესმის, ის არის ვაჟკაცი, ვერ მოითმინა. მაგრამ რადგან ის არის პარლამენტის წევრი, მას განსაკუთრებული სტატუსი აქვს და უნდა მოითმინოს. მგონი სიტყვიერი პასუხი საკმარისი იყო. ჩემი გადასახედიდან, ასე ვფიქრობ, ბატონი ემზარისთვის რთულია“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

ცნობისთვის,პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და დეპუტატ ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის – “სირცხვილია” მონაწილეებმა ემზარ კვიციანს “მონა” უწოდეს, რასაც დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა, მან აქციის მონაწილეებს უცენზურო სიტყვებით მიმართა. ამის შემდეგ, ემზარ კვიციანი და აქტივისტები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობდა. აქციის მონაწილეები კვიციანის დაკავებას ითხოვდნენ. პოლიციამ ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან ავტომანქანით გაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები