პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და დეპუტატ ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის – “სირცხვილია” მონაწილეებმა ემზარ კვიციანს “მონა” უწოდეს, რასაც დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა, მან აქციის მონაწილეებს უცენზურო სიტყვებით მიმართა. ამის შემდეგ ემზარ კვიციანი და აქტივისტები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობდა. აქციის მონაწილეები კვიციანის დაკავებას ითხოვდნენ. პოლიციამ ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან ავტომანქანით გაიყვანა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები