გიორგი გახარია 20 ივნისს დაზარალებულებზე: ჩვენი ვალია მათზე ვიზრუნოთ, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან 20 ივნისს დაზარალებულებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაზარალებულებზე ზრუნვა სახელწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა.

„ჩვენ უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ იმ დაზარალებული ადამიანების წინაშე, რომელთა ჯანმრთელობაც დაზარალდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ვალია, რომ მათზე ვიზრუნოთ და ჩვენ მათზე ვიზრუნებთ, არა ტყუილებით, არა სიმართლის დაფარვით, არა მოგონილი ისტორიებით, არამედ ნამდვილად ვიზრუნებთ მათზე. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და ჩვენ ამ ვალდებულებასაც შევასრულებთ”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები