გიორგი გახარია: მაკო გომურს პასუხს ყველა შეკითხვაზე როგორმე პირადად გავცემ

მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, ესეც ჩემი პოზიციაა,- ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე გაჟღერებული მაკო გომურის კითხვები „იყო ზუსტად დაფიქსირებული, როგორც შეფასება და მე როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, ესეც ჩემი პოზიციაა“.
ფრაქციის სხდომაზე დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გახარიას 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომურის შეკითხვები გააცნო.
„რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი. თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს მართოს მთელი სისტემა. და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა. გული“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები