გიორგი გახარიამ აკაკი ბობოხიძეს ხულიგანი უწოდა (ვიდეო)
პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს ხულიგანი უწოდა.
აკაკი ბობოხიძემ გიორგი გახარიას 20 ივნისს გამოყენებული ტყვიების გამოცდა შესთავაზა: „ერთი მე მესროლეთ და მე ვისვრი“.
„ამაზე უბრალოდ ვერ გიპასუხებთ, რადგან თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ, მე კი პასუხისმგებლობა მაქვს“, – მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს.