გახარიამ ნადირაშვილი ტყუილში ამხილა და პარლამენტის სხდომაზე ტყვია გადასცა(ვიდეო)

პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე, გიორგი გახარიამ დეპუტატ ირმა ნადირაშვილს ტყვია გადასცა, რომლის მსგავსიც 20-21 ივნისს იქნა გამოყენებული და, რომელსაც მისი თქმით, აწერია „არა ლეტალური“.
მანამდე ნადირაშვილმა პრემიერობის კანდიდატს უთხრა, რომ 20 ივნისს გამოყენებულ ტყვიებს “ნაკლებადლეტალური” აწერია.
„იტყუებით, ამ ტყვიებს აწერია „არა ლეტალური“ და შეგიძლიათ სურათების ინტერნეტიდან ამოღების მაგივრად, მიბრძანდეთ შესაბამის დანაყოფებში და ამოიღოთ რეალური ტყვიები, რომლებიც იქ იყო გამოყენებული, ან მიმართოთ მწარმოებელს“, – მიმართა გახარიამ ნადირაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები