გია აბაშიძე: “შვიდკაცამ”, უფრო კონკრეტულად “ექვსკაცა” ნაცმოს სექტა ფრაქციამ, იაფფასიანი შაპიტო მოაწყო პარლამენტში
ექსპერტი გია აბაშიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს “ფეისბუქის” მეშვეობით გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკანონმდებლო ორგანოში იაფფასიანი შაპიტო მოაწყო.
”შვიდკაცამ”, უფრო კონკრეტულად “ექვსკაცა” ნაცმოს სექტა ფრაქციამ [- სამაჯურიანი ნიკანორი] საკმაოდ იაფფასიანი შაპიტო მოაწყო პარლამენტში. ჯერ ბოიკოტს უცხადებდნენ გახარიას მთავრობის ფრაქციის სხდომაზე მიწვევას, მერე გადაიფიქრეს და მიიწვიეს დასამტკიცებელი მთავრობა, მერე ვიდეო-რგოლი ჩართეს “გახარიას უხარია”, შემდეგ “ექვსკაცას” წევრებმა სცადეს ისტერიული პერფომანსი, ვერ გაქაჩეს. მივიდა გახარია ტრიბუნასთან და უთხრა: მოდელირებული რეალობით, სიცრუის ტირაჟირებით ვერაფერს იზამთ, მე თქვენ დაგასრულებთ და თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა. ვერ გაუძლეს ს.სამადაშვილმა და ელკოპუნა გოცირიძემ, სხდომა დახურეს და გარეთ გაიქცნენ “შვიშტოკიან”, “მასშტაბურ” საპროტესტო აქციაზე.
მეტი სიმართლის თქმას ველი გახარიასგან ფეიკნიუსერ პოლიტიკანებზე…”,- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.