გია გაბრიჭიძე: პარლამენტმა დროულად უნდა მიიღოს „ნაცმოძრაობის“ ზეობის პერიოდის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუცია
ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის პერიოდის რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს.
მისი თქმით, რეალურად დაიწყოს ქართული სახელმწიფოს მტრების ალაგმვა პოლიტიკური ველიდან.
„Carthago delenda est! (კართაგენი უნდა დაინგრეს)ეს ე.წ. „არასამთავრობოები“ და ნაცები, რომლებიც ისტერიკაში ჩავარდნილი მეძავეებივით წივიან, ოდნავადაც ვერ შეცვლის ვერც არსებულ რეალობას და ვერც იმ დასასრულის დასაწყისს, რომელიც 2020-ში ელოდებათ.თუ ხელისუფლებას სურს, რეალურად დაიწყოს ქართული სახელმწიფოს მტრების ალაგმვა პოლიტიკური ველიდან, პარლამენტმა დროულად უნდა მიიღოს „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის პერიოდის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუცია, მაქსიმალურად უნდა მოხდეს პოლიტიკანთა, თუ „სამოქალაქო საზოგადოების“ წევრთა მხრიდან ძირგამომთხრელ განცხადებებზე ღირსეული და ადეკვატური პასუხების გაცემა. მაქსიმალურად უნდა გაფართოვდეს ნამდვილი ინფორმაციის მიტანა მოსახლეობის ყველა ფენასთან და რაც მთავარია ყველაფერს, აბსოლუტურად ყველა მოვლენას, თუ ფაქტს დაერქვას თავისი სახელი.
Carthago delenda est!!!“ – წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.