გახარია კაპანაძეს: თქვენი ამომრჩევლის პატივისცემის ნიშნად კითხვებზე პასუხებს ტრიბუნიდან გავცემ (ვიდეო)
პარლამენტში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მოსმენა მიმდინარეობს.
კითხვის დასმის რეჟიმზე გადასვლამდე ფრაქციის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ კოლეგებს შესთავაზა, რომ „დეპუტატი ადგილიდან დასვამს შეკითხვას და პრემიერმინისტრობის კანდიდატი ასევე ადგილიდან უპასუხებს“.
გიორგი გახარიამ კი კაპანაძეს მიმართა და უთხრა, რომ „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლის პატივისცემის ნიშნად პასუხებს არა ადგილიდან, არამედ ტრიბუნიდან გასცემს.