ფიცის დადების ცერემონიალი-საქართველოს თავდაცვის ძალებს 300 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 300 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერმონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.
ფიცის დადების შემდეგ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა წარმატებულ სამხედროებს სიგელები, ხოლო ყველა კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცეს. ფიცის დადების ცერემონიალს რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში გაიარეს. 10 კვირის განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.
დღეიდან ისინი საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები