მამუკა მდინარაძე: მაკო გომური პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი არ იმყოფება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაკო გომური, რომელმაც 20-21 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა, დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არც იმყოფებოდა.
მანამდე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ გომური პარლამენტთან არის და მას სხდომათა დარბაზში შესვლა სურს. სამადაშვილმა მოითხოვა, რომ გომურთან ერთად „სირცხვილიას“ სხვა წევრებიც შეეშვათ.
თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა და ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ რეალურად ნაციონალურ მოძრაობის სპექტაკლის დადგმა სურდა, რადგან გომური პარლამენტთან არც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები