გიორგი გახარია “ნაცმოძრაობაზე”: რაც ვნახეთ არის სახე, თუ როგორც იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე – ეს ხალხი ყოველდღე უნდა ვამხილოთ

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში იყვნენ გამაგრებული და ელოდნენ, როდის შეიჭრებოდა შენობაში ხალხი.
მისი თქმით, ეს ხალხი ყოველდღე უნდა ვამხილოთ.
ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში მას შემდეგ განაცხადა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მოსმენა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან საკანონმდებლო ორგანოში „სირცხვილიას“ წევრები არ შეუშვეს.
„ეს რაც ვნახეთ არის ჩვეულებრივი სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ყოველდღე ეს ხალხი ვამხილოთ. ყოველდღე, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. მაშინ, როდესაც ძალიან კარგად მახსოვს 20 ივნისის ღამეს, ეს ადამიანები ამ დარბაზში იყვნენ გამაგრებულები და პირდაპირ ელოდებოდნენ, როდის შემოიჭრებოდა ეს ხალხი აქ. და მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ადამიანები იდგნენ საათებით და ითვლიდნენ, რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა და რაც უფრო მეტი დაშავებული იქნებოდა, უნდოდათ გამოეყენებინათ მათი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამის საშუალება, კოლეგებო, უბრალოდ არ უნდა მივცეთ. ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“,-განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები