თბილისში ქალმა სახლში იმშობიარა, ბავშვი კი სავარაუდოდ, ნაგვის ურნაში დატოვა
თბილისში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა, ბავშვი კი სავარაუდოდ ნაგვის ურნაში დატოვა.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ის გუშინ მეხუთე სამშობიაროში ძლიერი სისხლდენით ახალშობილის გარეშე შეიყვანეს.
აღნიშნულის გამო, ექიმებმა პოლიცია გამოიძახეს.
ბავშვის ცხედარი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. არსებული ინფორმაციით, ქალს კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რომელიც დღეს დილით სოციალურმა სამსახურმა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.