თეა წულუკიანი: სერბეთში ქართული მოდელის საზოგადოებრივ ცენტრს გავხსნით
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანის თქმით, სერბეთში ქართული საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციის ექსპორტი მოხდა.
როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთ დაბაში უახლოეს პერიოდში გაიხსნება აღნიშნული მოდელის ცენტრი. “სერბეთში გავაკეთეთ ექსპორტი ჩვენი საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციისა და მომავალ კვირას გვექნება პატივი, სერბეთის ერთ-ერთ დაბაში გავხსნათ სწორედ ქართული მოდელის საზოგადოებრივი ცენტრი”,-განაცხადა თეა წულუკიანმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.