როგორია ჰაერში ტყვიის შემცველობა ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე – მონიტორინგის შედეგები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. ასევე თბილისში ,,ილიას ბაღში“ პერიოდულად ფიქსირდებოდა ოზონის მომატებული მნიშვნელობები
27 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.რუსთავში 1.5-ჯერ; 30 აგვისტოს – ,,ილიას ბაღში“- 1.2-ჯერ, რუსთავში – 1.8-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ; 31 აგვისტოს – რუსთავში- 1.6-ჯერ, ხოლო თბილისში ,,ილიას ბაღში“ – უმნიშვნელოდ. 28 და 29 აგვისტოს, ასევე 1 და 2 სექტემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.4-ჯერ.
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ნუცუბიძის ქ.N82, №126-ე საჯარო სკოლასთან; გრ. ფერაძის ქ.N5, N208-ე ბაგა-ბაღთან; გ.ჩოხელის ქ. N16, კერძო სკოლასთან ,,ქორალი“; ვარდისუბნის ქ.N8, N133-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები