არქეოლოგიური კვლევა-ძიება ქუთაისის გაბაშვილების ბაღში და უქიმერიონის გორაზე გრძელდება
ქუთაისის არქეოლოგიურ გათხრებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ფეისბუქის გვერდზე სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს.
„როგორც გახსოვთ, 2 წლის წინ დავიწყეთ არქეოლოგიური კვლევა-ძიება ქუთაისის გაბაშვილების ბაღში და უქიმერიონის გორაზე. გათხრების მიზანია, ძვ. წ. პერიოდის ქალაქის კონტურების დადგენა.
ქალაქის კონტურების დადგენა ერთ-ერთი წინაპირობაა ქუთაისის, როგორც მსოფლიო ღირებულების მქონე ქალაქის, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.
არქეოლოგიური კვლევით დგინდება ძველი წელთაღრიცხვის XIV საუკუნის საინჟინრო (გალავნის, სათავდაცვო თხრილი) ნაშთები.
ექსპედიცია სააგენტოს და ვარშავის უნივერსიტეტის სახსრებით ფინანსდება.
ხელმძღვანელები: იაცეკ ჰამბურგი და როლან ისაკაძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლინური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი (დამფუძნებლები: ვარშავის უნივერსიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო).
გათხრების სტუმარი – იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე“, – წერს ნიკა ანთიძე.