არჩილ თალაკვაძე: პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

„წინააღმდეგი ვარ იმ ადამიანების შეწყალების, რომელთაც ხელი აღმართეს პოლიციელზე, ბრალი მიუძღვით პოლიციელის მკვლელობაში ან პოლიციელის მიმართ ძალადობაში. შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საზოგადოებასთან ერთად შექმნა ისეთი დემოკრატია, სადაც ოპოზიციას, მმართველ პოლიტიკურ გუნდს, მოქალაქეებს შეუძლიათ განსხვავებული პოზიციები იქონიონ პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაეთანხმონ მას ან არ დაეთანხმონ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას გამოეხმაურა.
​„პოლიციელის პროფესია არის ურთულესი, რომლის სრულად ანაზღაურება ხელფასით შეუძლებელია, ამიტომ მას სჭირდება საზოგადოებისგან დაფასება. ორი წელი ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს იყო პოლიციელი და ზუსტად ვიცი, რას გრძნობს პოლიციელის ოჯახი, როდესაც რჩება ოჯახის წევრის გარეშე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები