დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზალკალიანი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ქვეყნის ელჩის დანიშვნას მიესალმება.
მისი თქმით, ახალ ელჩთან აქტიური თანამშრომლობა იქნება.
„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-სთან გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც არასდროს ისე მაღალია ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან.
ახალი ელჩი არის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული პირველი ელჩი საქართველოში. ჩვენ მივესალმებით მის დანიშვნას. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს, საკომიტეტო მოსმენები სენატში და მას შემდეგ, რაც ეს პროცედურები დასრულდება, რა თქმა უნდა, მასთან აქტიურად ვითანამშრომლებთ.
თქვენ იცით, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ელჩი არ იყო, გამომდინარე ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებიდან და ამ ურთიერთობის გათვალისწინებით, აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელჩის რანგით იყო მოვლენილი საქართველოში დროებითი რწმუნებული, რომელიც ასევე ძალიან მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი იყო. ჩვენ აუცილებლად გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის ელჩად კელი დეგნაინი დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები