რამდენით და რა გაძვირდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში – საქსტატის სტატისტიკა

საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასული ერთი წლის განმავლობაში ფასების ყველაზე დიდი ზრდა თამბაქოზე დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თამბაქო და მისი ნაწარმი 29.1 %-ით არის გაძვირებული. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში 18.2 %-ით გაძვირდა ხილი. 16.3 %-იანი ფასმატება დაფიქსირდა თევზეულზე 12.4 %-ით, გაძვირდა პური და პურპროდუქტები. ოდნავ ნაკლებად 11 %-ით გაძვირდა შაქარი და ტკბილეული. 9.3 %-ით მოიმატა ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასებმა. რძე, ყველი და კვერცხი 6,5 %-ით გაძვირდა. 4.7 %-ით არის მომატებული წყაროს და მინერალური წყლის ფასიც. საკვები პროდუქტებიდან ერთადერთი რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიაფდა ეს ბოსტნეული და ბაღჩეულია. საქსტატის ინფორმაციით, ამ პროდუქტზე ფასები 3.4 %-ით შემცირდა. სურსათის გარდა ფასებმა მოიმატა ტრანსპორტზე ( 4.4 %), დასვენება გართობაზე( 6.2 %) და ჯანდაცვაზე (3.9 %). საერთო ჯამში, ინფლაციის დონემ საქართველოში 4.9 % შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები