გიგა ბოკერია: „გიორგი გახარიას დანიშვნა პოლიტიკური ომის დაწყებაა“

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენა საზოგადოებისთვის სილის გაწვნა და პოლიტიკური ომის გამოცხადებაა.
მისი შეფასებით, ხელისუფლება ამაზე მშვიდობიანი და მწვავე პროტესტით მიიღებს პასუხს.
„ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი. ხელისუფლებას ეს ვერ იხსნის. ამაზე ის პასუხს მიიღებს მშვიდობიანი და მწვავე პროტესტით, რაც მთავარია, არჩევნებზე უმძიმეს პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან. ცუდია, რომ ამ კაცმა თავისი მოღვაწეობით მკაფიო დემონსტრირება მოახდინა, ფეხებზე როგორ კიდია საზოგადოება, ზიანი მიაყენა ქვეყანას და რისკები გაზარდა. ასეთი დისკრედიტაციისა და დაცემის შემდეგ, რაც „გავრილოვის ღამის“ მერე მოხდა, ამ სახის ექსცენტრიული ადამიანები, ოლიგარქები სასოწარკვეთისგან რადიკალიზაციაზე მიდიან, შესაძლოა, რადიკალიზაციაში ხედავს ძალაუფლების შენარჩუნების შანსს, მწარედ ცდება. ქვეყანას აზიანებს მორიგ ჯერზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დღეს გიორგი გახარია დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები