პარლამენტის სხდომა დაიწყო – „ევროპული საქართველოს“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა დარბაზი დატოვეს

პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციის წევრებმა დატოვეს. ამის შემდეგ პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სხდომა გახსნილად გამოაცხადა.
ამჟამად სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლსობის წევრები, ასევე დამოუკდიებელი დეპუტატები და „პატრიოტთა ალიანსის“ წვერები რჩებიან.
„ივანიშვილი რეალობას არის მოწყვეტილი. მან ქვეყანას დაუნიშნა გიორგი გახარია, ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის კავშირში პარლამენტთან აქციის დარბევაში. იმის მაგივრად, რომ გახარიას სახლში გაეშვათ, ის დააწინაურეს. არ შევეგუებთ ამას, ეს ყველაფერი აუცილებლად მათი დამარცხებით დასრულდება. დღეს დარბაზში არ შევალთ. არავის გავუგდივართ დარბაზიდან. მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით მსჯელობა პარტიის შიგნით გვექნება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები