ელენე ხოშტარიამ პროტესტი პარლამენტში საყვირით გამოხატა (ვიდეო)

პარლამენტის დღევანდელ პლენარული სხდომაზე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტი საყვირით გამოხატა.
ის სხდომაზე სასტვენითა და წარწერიანი მაისურით – „სირცხვილია“ მივიდა. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები ასე გამოხატავენ ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხსს.
“ასე გადაწყვიტეს ჩვენმა კოლეგებმა ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ხარისხი გამოხატონ. საკმარისია, მანდატურებს ვთხოვ, რომ მოგვცენ სხდომის დაწყების საშუალება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი უკვე დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები