მაიკ პენსი: მრავალწლიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსეთი საქართველოს და უკრაინის უკანონო ოკუპაციას აგრძელებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, მრავალწლიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსეთი საქართველოს და უკრაინის უკანონო ოკუპაციას აგრძელებს.
ამის შესახებ პენსმა ვარშავაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ბევრი მიმართულებით, რადგან წლების მანძილზე მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსეთი საქართველოსა და უკრაინის დიდი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი ჩვენი ალიანსის დაშლას ცდილობს უკვე ნავთობის და გაზის მარაგების გამოყენებით. პოლონეთს მტკიცე პოზიცია აქვს და ჩვენ მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა მოვახერხოთ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელთა იგნორირებას ვერ შეძლებს ის, ვინც საერთაშორისო სამართალს სცემს პატივს. ამ კონტექსტში ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ რუსეთს ჩვეულ რეჟიმში უნდა მივუდგეთ“,-განაცხადა ანჯეი დუდამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები