ბიძინა ივანიშვილი: მამუკა ბახტაძე კულტურული ფორმით წავიდა თანამდებობიდან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა კულტურული ფორმით დატოვა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბახტაძემ თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება და რეალიზება მოახერხა.
მან ყოფილ პრემიერ-მინისტრს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
​„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა თანამდებობიდან. კვირა დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც შევათანხმეთ ეს საკითხი. მადლობა გადაუხადა მთელმა გუნდმა, მე პირადად. დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ მადლობით გავუშვით თანამდებობიდან. ბახტაძე საკუთარი სურვილით გადადგა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა კულტურული ფორმით, კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი, დანარჩენი პროცესები ჩაირთო და დაიწყო. ჩათვალა, რომ მან თავის სიტყვა თქვა და ადგილი დაუთმო ახალს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის, ასევე პრემიერ-მინისტრის რანგში და ასევე კულტურული წასვლისთვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ გუშინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები