შს მინისტრის კანდიდატად ვახტანგ გომელაურის, ხოლო თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურები დასახელდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. როგორც მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სხდომის შემდეგ განაცხადა, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია.
ცნობისათვის, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელია, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები